.

saqarTvelos kontrolis palatis Sesaxeb

Summary rating: 4 stars 10 მიმოხილვა
ავტორი : vasil mamulashvili
Review by : saqartvelo
ვიზიტები : 461  სიტყვა: 600   გამომცემელი: ივნისი 25, 2006
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1.
საქართველოს კონტროლის პალატა (შემდგომში კონტროლის პალატა) არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას. მუხლი 2. 1. კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მისი უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. კონტროლის პალატა ახორციელებს კონტროლს კანონიერების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის და საჯაროობის პრინციპების საფუძველზე. მუხლი 3. კონტროლის პალატა აღიარებს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებს და სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების ძირითად პრინციპებს, საქმიანობას წარმართავს კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საკონტროლო ორგანოებთან ურთიერთკავშირის განმტკიცების, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით. მუხლი 4. 1. კონტროლის პალატა არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით. 2. საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. თავი II კონტროლის პალატის საკონტროლო სფერო და უფლებამოსილებანი მუხლი 5. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად კონტროლის პალატა: ა) აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას; ბ) აკონტროლებს სახელმწიფო ვალების, უცხოური სახელმწიფო კრედიტების და სესხების გამოყენების კანონიერებას, რაციონალობასა და ეფექტიანობას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას; გ) აკონტროლებს სახელმწიფო საკუთრების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას; დ) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევებისა და გადახრების აღმოსაფხვრელად; ე) აფასებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსავლისა და ხარჯის ნაწილების საფუძვლიანობას; ვ) აკონტროლებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მოძრაობის კანონიერებას და დროულად გადარიცხვას საქართველოს ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში; ზ) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ატარებს ექსპერტიზას და იძლევა დასკვნებს იმ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებზე, აგრეთვე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენენ ამ სახსრების ფორმირებაზე. მუხლი 6. კონტროლის პალატის საკონტროლო უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა ორგანოზე, მმართველობით ადგილობრივ ორგანოებზე, სპეციალურ სახელმწიფო ფონდებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე და ყველა სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებზე. მუხლი 7. კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია საბიუჯეტო ან სახელმწიფო სპეციალური ფონდების კუთვნილი თანხების მიღებასთან, გადარიცხვასთან ან გამოყენებასთან, რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან, აგრეთვე იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მათთვის საგადასახადო, საბაჟო ან სხვა სახის შეღავათების მინიჭებასთან. მუხლი 8. კონტროლის პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ის სახელშეკრულებო ვალდებულება და სესხი, რომლის გარანტად დგას სახელმწიფო.

სხვა მიმოხილვები თემაზე ”saqarTvelos kontrolis palatis Sesaxeb”
გთხოვთ შეაფასოთ ეს ანოტაცია : 1 2 3 4 5


დაუმატეთ კომენტარი კომენტარები არ არის

კომენტარები

Read Free Summaries - Write and Get Paid

Summarize Human Knowledge on Shvoong. Join us!

------

ვრცლად ”წიგნები”-ის შესახებ


ვინც ეს რეფერატი წაიკითხა, ასევე წაიკითხა: