"ქალი ქვიშაში" არის კობო აბეს გახმაურებული რომანი, რომელშიც თუ გავყვებით ქრონოლოგიურ ხაზს შევხვდებით_ცხოვრების
სისასტიკეს, ადამიანის შეჯახებას რეალობასთან, შეგუებასა და ბრძოლას გადარჩენისათვის. ნაწარმოებში ქვიშას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ მწარე რეალობის, ცხოვრების სისასტიკის სიმბოლოდ.
ნიკი ძიუმპეი მიდიs მწერების დასაჭერად და იკარგება. იკარგება იმ სამყაროში რომელიც მისთვის ყველაზე უცხო, მოულოდნელი და აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
იკარგება იქ, სადაც დროს, წუთებს და წამებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იქ სადაც ცხოვრებას ნათლად აღიქვამს, როგორც ბრძოლას თვითგადარჩენისათვის; იქ, სადაც თითქოს ადამიანები კი არ ცხოვრობენ, არამედ უბრალოდ არსებობენ..
იგი ხვდება ქვიშის სოფელში, სადაც მას კეტავენ და აიძულებენ იმუშაოს.
ნიკი ეჭიდება იმედებს, დღე_ღამეს იმედებსა და ფიქრებში ატარებს,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის ხვდება, რომ ყველაფერი ამაოა. იგი ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ამ ცხოვრების სიბინძურესა და ამაოებას. ადარებს "ამ" და "იმ " სამყაროს და მიდის შემზარავ დასკვნამდე. იგი უკვე ხედავს ქვიშის ნამდვილ სახეს და თავიდან ქვიშით მონუსხული ახლა სხვანაირად უყურებს მას.
ნიკის ზარავს და ამავდროულად იზიდავს ქვიშა. იგი ებრძვის მას, მაგრამ ორმოს მიღმა საშინელი სისასტიკე მეფობს..ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ და ღალატობენ.
სად სჯობს ორმოში თუ იქ, ზემოთ ,სადაც ყველანი შურითა და ტყუილებით მოწამლულები ცხოვრობენ...
ნაწარმოებში ასევე გენიალურადაა წარმოდგენილი ქვიშის ორმოში მცხოვრები ქალის ტრაგიკული სახე, რომელიც შეჩვეულია ქვიშასთან ბრძოლას, მარტოობას, მორჩილებას და არსებობას წვრილმანი ოცნებებით, რომლებიც ასევე ორმოს უკავშირდება.(მაგ: სარკე, რადიო და ა.შ ) მას არ სურს გარეთ გასვლა, შეიძლება ეშინია კიდეც რაიმე სიახლის, ეშინია მისთვის ახალი და უცნობი ცხოვრების და ურჩევნია ისევ თავის ორმოში იჯდეს და ქვიშას ებრძოდეს.
ნიკი ძიუმპეიმ კი გამოიგონა წყლის დაგროვების ნაგებობა, რომელსაც "იმედი" უწოდა.
მალე ქალს მუცელი ეშლება და იგი ქალაქში მიყავთ. ნიკი ადის ორმოდან და ამდენი ბრძოლის შემდეგ მას თავისუფლად ეძლევა შესაძლებლობა იქიდან გაქცევისა, თუმცა ნიკი დარჩენას გადაწყვეტს, რადგან მას გაქცევა აღარ უნდა. ნიკიმ გააცნობიერა რომ სამყარო ,საიდანაც მოვიდა ისეთივე ქვიშისა და სიბინძურის ორმოა , რომელშიც თვითონ მოხვდა.
"ქვიშის ფილოსოფია?"
ქვიშ , ანუ ცხოვრება ყოველგვარ ადამიანურს ანადგურებს თუ ბოლომდე, მედგრად არ შეებრძოლები. სააქაო ბრძოლაა თვითგადარჩენისათვის,საბრძოლო მოედანი კი ამქვეყნიური სიბინძრეა..
მართალია ნიკი ძიუმპეი ცოცხალია, მაგრამ იგი საზოგადოებისთვის უკვე მკვდარია..
ის არსებობს , მაგრამ არ ცხოვრობს.
ცხოვრებასთან ბრძლაში უმრავლესობა დამარცხებულია..