როგორც ვიცით ბალზაკის გმირები გამოირჩევიან აუტანელი სულიერი ტანჯვით,რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ცხოვრებისეული
მიხრწნილობებისაგან. ამ შემთხვევაში "მამა გორიო" მიეკუთვნება მწერს იმ ნაწარმოებთა რიცხვს, რომლის ცენტრშიც დგას ფული და მასთან დაკავშირებული სიბინძურე. მისი პერსონაჟები გაიტაცა სიმდიდრემ და ფუფუნებამ, ოქრო-ვერცხლმა და მოჩვენებითმა ბედნიერებამ.
"მამა გორიოშიც" სწორედ ასე ემართება პროვინციიდან დედაქალაქში ჩამოსულ ახალგაზრდა სტუდენტს-ეჟენ რასტინიაკს. ვოკეს ბინძურ და ჩაჟამებულ პანსიონში ეჟენი და მამა გორიო ერთადერთი ნეთელი წერტილებია, თუმცა რა თქმა უნდა საკმაოდ განსხვავებული.
ჩვენ ვხედავთ სტუდენტის გონებასა და გრძნობებში გამართულ ბრძოლას.
იგი ჩამოდის და ჯერ სავსებით ჩამოუყალიბებელი შეიძლება შევადაროთ ბალზაკის ახალგაზრდობას, როდესაც მწერალიც ფიქრობდა, თუ როგორ მოეპოვებინა თავისი ძალებით ფული და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი.
ეჟენი გატაცებულია სიმდიდრით და სიკეთესა და სათნოებას მხოლოდ ფულში ხედავს. იგი ყველაფერს აკეთებს, თითქმის ულუკმაპუროდ ტოვებს თავის საყვარელ ოჯახს, რომლის წევრებიც მზად არიან მისი გულისთვის სიცოცხლეც გაწირონ.
რასტინიაკი ელობა ფუუნებისა და ფულის გულისამრევ,ბინძურ ჭაობში და ნელ-ნელა ეხილება თვალი ყველაფერზე.
ეჟენის სულიერი დემონის სახით გვევლინება _ვოტრენი, რომელიც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს სტუდენტზე.
ვოტრენს თავის მსოფლმხედველობა აქვს. იგი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ცხოვრებას და იცის, რომ აქ მხოლოდ ძარცვა-გლეჯვით, გაქვავებული გულითა და გულგრილობით შიძლება მიაღწიო შენს საწადელს. შენი მატერიალური კეთილ დღობისათვის სხვას უნდა წაართვა, სხვას უნდა გამოგლიჯო, იცრუო, ილაქუცო და ისე უნდა გაიკაფო გზა. რასტინიაკიც თითქოს ეშვება ვოტრენის მიერ აქაფებულ ბოროტებისა და სიბინძურის ზღვაში, მაგრამ ბოლოს მამა გორიო თავისდაუნებურად მაინც ახერხებს თვალი აუხილოს მიამიტ სტუდენტს. გორიოს დახმარებით იგი იწყებს დანახვას არისტოკრატიის ჭუჭყისა.
მამა გორიო, რომელიც ბალზაკმა დახატა მამის იდეალად ,შეიძლება ხსნა იყოს იმ ეპოქისა; იგი ახერხებს და ერთ ადამიანს მაინც ანახებს იმ სიბინძურეს, რომელიც ულამაზეს კაბების, ძვირფასეულობისა და ფუფუნების მიღმა იმალება. მაგრამ ეს ცხოვრება მასაც ნთქავს და ყლაპავს. გორიოს სახით ის ერთადერთი ხსნის იმედიც კვდება.
მამა გორიო, როგორც ზევით ავღნიშნე მამის იდეალია. მან მთელი თავისი ცხოვრება თავის ქალიშვილებს შესწირა. მთელი ქონებაც მათ გადაულოცა, უკანასკნელი ლუკმა გამოიღო და შვილებს მისცა. მაგრამ სიმდიდრით გატაცებული ქალიშვილები უმადურები აღმოჩნდნენ. მათ მხოლოდ მამის მატერიალური მხარე აინტერესებდათ და უყვარდათ, ხოლო როცა არაფრის მქონე აღმოჩნდა იგი მიაგდეს, დაკარგეს მისი სიყვარული, პატივისცემა და სიკვდილის პირას მისულ მამასთან მოსვლაც კი არ ინდომეს.
"მამა გორიო" შეიძლება დავუკავშიროთ შექსპირის "მეფე ლირს". მათ დაივიწყეს მამა , ისევე როგორც რეგინამ და გონერილამ.
ქალიშვილების ქმედებით განცვიფრებული ეჟენი თავიდან მრისხანებს, უკვე ნათლად არჩევს ადამიანურსა და იმ მიხრწნილ ,, არაადამიანურ საზოგადაობას, რომლისთვისაც მთავარი მხოლო წვეულებები, ბალები, ძვირფასეულობა და კაბებია, მაგრამ სხვა გზა არა აქვს და ბოლოს მაინც ეგუება...
გორიო კვდება მარტო, თავისი "საყვარელი" ქალიშვილების უნახავად, უკიდურეს სიღარიბესა და ტანჯვაში.
ესაა ბალზაკის მიერ გადმოცემული ბურჟუაზიული საზოგადოების მთელი სიბინძურე. ფული და მომხვეჭელობა, რომელიც ყველაზე ადამიანურ მამა _შვილურ გრძნობებსაც კი ნთქავს და ანადგურებს.