ჩვენს წელთაღრიცხვამდე 47-ე წელს, ალექსანდრიის მოქალაქეებმა ცეცხლი წაუკიდეს თავიანთ ცნობილ ბიბლიოთეკას და შემეცნების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავი, ამ დრომდე მოღწეული კაცობრიობის ნააზრევის კოლექცია სამუდამოდ იქნა დაკარგული. 700 000 დამწვარ ხელნაწერს შორის იყო სეპტუაგინტა (ბიბლიის თარგმანი ბერძნულ ენაზე), ჰითაგორას სამეცნიერო ნახაზები, ჰომერეოსის, პლატონის, არისტოტელეს ჩანაწერები და ძველი დროის სწავლულთა უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები. დღეს შეუძლებელია ყველა წიგნის განადგურება ერთი ნაპერწკლით და აღარ არსებობს გლობალური ინტელექტუალური საკუთრების დაკარგვის საშიშროება რაიმე უბედური შემთხვევის გამო. დღეს დამწვარ წიგნებთან განშორებით გამოწვეული გლოვა შეიცვალა სხვა სახის იმედგაცრუებით, რომელის მიზეზი ჩვენი უუნარობაა, ჩავწვდეთ ზღვა ცოდნას, რომელიც დაგროვდა 2052 წლის განმავლობაში, ამ ხანძრიდან მოყოლებული დღემდე. ამრიგად, ადამიანის საზრუნავი არის ის, რომ არ შესწევს უნარი გაეცნოს ყველაფერს, რაც აღმოჩენილა, დაწერილა, გამოცემულა და მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული მრავალთა მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფორმაციის მოზღვავება ჩვენში უძლურობის შეგრძნებას იწვევს.
ინტერნეტის საიტის დანიშნულების გასაცნობად, შესავალ ნაწილში ამ ისტორიული ექსკურსის გაკეთება არ იქნებოდა გამართლებული, მისი მიზანი შესაბამისი სტრატეგიის მქონე რომ არ ყოფილიყო. Shvoong-ს სურს ისტორიული მასშტაბების მწვერვალს, ”კულტურულ ევერესტს” შესწვდეს. საიტი გვთავაზობს, არც მეტი არც ნაკლები, კაცობრიობის შემეცნების მიმოხილვის განთავსებას თავის გვერდებზე და, ამავე დროს, იგი ასევე გვთავაზობს საარსებო წყაროს, მოგების მიღებას წერის საშუალებით. ჩვენ არც ქველმოქმედებით, არც ალტრუიზმითა და არც ფილანტროპით ვართ დაინტერესებული. საიტი ცდილობს მომგებიანი საქმე შესთავაზოს თავის ოპერატორებს.
ამგვარად, Shvoong ნიშანს აძლევს მსოფლიოს ყველა განათლებულ ხალხს და ამბობს: მოდით, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ! და იმავე სულისკვეთებით ამატებს: მოდით, დაწერეთ და მოიპოვეთ წყარო თქვენი არსებობისა! საიტი მიმართავს უნივერსიტეტის სტუდენტებს, სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეებს, სწავლულებს, მთავრობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეებს, იურისტებს, მეცნიერებს, დიასახლისებს, მათ ვინც ინვალიდია, მათ ვინც ჯანმრთელია და უბრალო ადამიანებს, რომელთა დრო და წუთისოფელი შეზღუდულია. ყველა მათგანი ამ მსოფლიოს ბინადარია, დაკავებულია ყოველდღიური საზრუნავით, ყურადღება გადანაწილებული აქვთ გაანგარიშებით, ცდილობენ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია იმ რაოდენობით, რომლის გადახარშვასაც შეძლებენ მათთვის განკუთვნილი თავისუფალი დროის განმავლობაში; მოკლედ, ყველას. ამავე დროს, საიტი აძლევს შესაძლებლობებს რეკლამის განმთავსებლებს, რომლებზეც შთაბეჭდილებას მოახდენს უზარმაზარი არენა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და მოუწდებს მათ: შემოგვიერთდით!
დღესდღეობით არ არსებობს საშუალება, რომელიც ეხმაურება ინფორმაციის რეფერატული ფორმით გადმოცემის მოთხოვნილებას. ინტერნეტში ყველა საძიებო სისტემა გამუდმებით გითრევთ მოზღვავებული ინფორმაციის თავბრუდამხვევ მორევში. Shvoong აპირებს მაშველი რგოლი გადაუგდოს მათ, ვინც ინფორმაციის ზღვაში იძირება, დაეხმაროს იმათ, ვისაც სურს ნამჯა გამოარჩიოს ხორბლიდან, ერთმანეთისაგან განასხვაოს ხმა და ხმაური.
Shvoong -ის საიტს არა აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იგი ნამუშევრების ორიგინალებს შეცვლის. მას არც იმის პრეტენზია გააჩნია, რომ რეფერატებით შეცვლის რეალურ საგნებს - წიგნებს ან სასწავლო საშუალებებს. Shvoong-ს სურს იმოქმედოს, როგორც საჭირო ინფორმაციის წყარომ მათთვის, ვისთვისაც ინფორმაციის მიღება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისათვის არ გააჩნიათ საკმარისი დრო.
რაც შეეხება შინაარსს, Shvoong -ის საიტზე მოცემული ტექსტები არ არის შედგენილი სპეციალისტების მიერ. რეფერატებს წერენ შემთხვევითი პირები, მათი საკუთარი ინიციატივით, მათსავე საკუთარ ენაზე. იმისათვის, რომ წერის სტიმული მივცეთ, საიტი მათ ანაზღაურებას ჰპირდება. Shvoong-ს შეგნებული აქვს, რომ ყველას არა აქვს მწერლის ალღო. ზოგიერთი საშინელ სისულელეს თხზავს. ამიტომ, თვით მკითხველები, რომლებიც მოწვეულნი არიან რეფერატების გასაცნობად და შესაფასებლად, ახდენენ მათ გადარჩევას, გაფილტვრას და შეფასებას. ამრიგად, საიტი აწყობილია ისე, რომ მოხდეს მისი დახვეწა მკითხველებსა და მწერლებს შორის ურთიერთობის გზით ისე, რომ საქმეში არ ჩაერიონ რედაქტორები, გადამწერები, ან შემსწორებლები.
ვიმედოვნებთ, რომ Shvoong უმასპინძლებს მრავალ მკითხველს და მწერალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და, პრაქტიკულად, საიტის ყველა (37) ენაზე. გვჯერა, რომ საიტი დააინტერესებს მათ, ვინც მას ესტუმრება სახლიდან და სამსახურიდან და მასში დაისადგურებს ერთსულოვანი სულისკვეთება: ხალხის, ხალხის მიერ და ხალხისათვის.
Shvoong - პრინციპების მოკლედ გაცნობა
- საიტის მიზანია რეფერატული ფორმით წარმოადგინოს ყველაფერი, რაც კი დაწერილა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროში (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში). თითოეული რეფერატი წარმოდგენილი იქნება სამი ტექსტური ფორმატით: (I) 300 სიტყვამდე; (II) 600 სიტყვამდე და (III) 900 სიტყვამდე, მკითხველის მიერ შერჩევით, თითქმის ყველა ენაზე. საიტი ასევე მიმოიხილავს მსოფლიოს ყოველდღიურ პრესას და წარმოადგენს რეფერატებს ზემოთ მოცემული სამი სახის ფორმატის შესაბამისად.
- საიტი მკითხველს უფასოდ სთავაზობს რეფერატების გაცნობას.
- წაკითხვის შემდეგ, მკითხველს სთხოვენ მასალის შეფასებას ხუთბალიანი სისტემით. ამ გზით ხდება ტექსტების გაფილტვრა და მათი ხარისხის შეფასება.
- ყველა რეფერატი იწერება შემთხვევითი პირების მიერ, რაშიც ისინი იღებენ ანაზღაურებას.
- მასალის შეგროვება და მისი შეფასება ხორციელდება ევოლუციური გზით. საიტზე შემომსვლელები წერენ, აფასებენ, ფილტრავენ და აუმჯობესებენ საიტზე შემოთავაზებული მასალების ხარისხს.
- რეფერატები იწერება ყველა ენაზე და შესაძლებელია მათი ავტომატურად გადათარგმნა 12 ენაზე, თუმც ამგვარი თარგმანის ხარისხი შეზღუდულია. თარჯიმნები, რომლებიც რეგულარულად შედიან საიტზე, შედარებით ნაკლები სიჩქარით თარგმნიან ტექსტებს (მაგრამ მათი ნათარგმნი უფრო ხარისხიანია).
- თარჯიმნებიც ასევე ღებულობენ ანაზღაურებას თავინთი ნამუშევრისათვის.
- მწერლებისა და თარჯიმნების შრომის ანაზღაურება წარმოებს ვებსაიტზე რეკლამების განთავსებით შემოსული თანხიდან, განსაზღვრული წესებისა და შეთანხმების შესაბამისად.
- საიტის შემოსავალი იკრიბება მასზე რეკლამების განთავსებით, რეკლამის მონიტორინგის პროგრამის მეშვეობით.
- მოუკითხავი შემოსავალი (მაგალითად, ანაზღაურების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში) გამოყენებული იქნება ქველმოქმედების მიზნით, Shvoong-ის ფონდიდან.
- შეძლებისდაგვარად, თითოეული რეფერატი შეიცავს ბმულს შესაბამის წყაროზე, ან საიტებზე, სადაც შესაძლებელია წყაროს შეძენა.
- საიტის ფორმატი, მოცემული აღწერის შესაბამისად, დარეგისტრირებულია, როგორც აშშ-ს პატენტი და დაუშვებელია მისი კოპირება.
მოგების მიღების მეთოდი
Shvoong მიიღებს გადასახადებს (”შემოსავლებს”) საიტზე რეკლამის განმთავსებლებისაგან, ან მათგან, ვინც მესამე მხარეს ეხმარება საიტზე საქონლის ან მომსახურეობის რეკლამირებაში. Shvoong მოხარული იქნება გადაუხადოს საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს თავანთი შრომის საფასური (”საკომისიო”), მოცემული პირობების შესაბამისად.
Shvoong ავტორს გადაუხდის თითოეული ნაშრომიდან შემოსული მთლიანი ჰონორარის 10%-ს (ათ პროცენტს), იმ გვერდის შესაბამისად, სადაც განთავსებულია მოცემული მასალა. Shvoong ამ 10%-ს (ათ პროცენტს) იანგარიშებს ინდივიდუალური მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ესტუმრნენ გვერდს, სადაც განთავსებულია შესაბამისი მასალა (”დაანგარიშების სტანდარტები”).
გარდა ზემოთ ნახსენებისა, თუ თქვენ მთლიანად გადათარგმნით ნებისმიერ მასალას მისი ორიგინალიდან, ანუ იმ ენიდან, რომლითაც მოცემული მასალა გამოქვეყნებილი იყო საიტზე (”მასალის ორიგინალი”) სხვა ენაზე და შემდეგ ეს თარგმანი დაიდება საიტზე, ჩვენ გადაგიხდით Shvoong-ის მიერ იმ გვერდიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 5%-ს (ხუთ პროცენტს), სადაც განთავსებულია ამ მასალის თარგმანი, რომლის დაანგარიშება ხდება დაანგარიშების სტანდარტების შესაბამისად; ჩვენ ორიგინალური მასალის მომწოდებელს გადავუხდით Shvoong-ის მიერ იმ გვერდიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 5%-ს (ხუთ პროცენტს), სადაც განთავსებულია მასალის თარგმანი, რომლის დაანგარიშება ხდება დაანგარიშების სტანდარტების შესაბამისად.
თარგმანი
Shvoong-ის ვებსაიტი შედგენილია 36 ენაზე: ინგლისური, ჩინური, ფრანგული, ესპანური, რუსული, პორტუგალიური, გერმანული, არაბული, ჰინდი, იაპონური, კორეული, ხორვატული, იტალიური, შვედური, დანიური, ფინური, ნორვეგიული, ჰოლანდიური, უნგრული, პოლონური, რუმინული, ჩეხური, ბერძნული, ბულგარული, თურქული, სერბული, სპარსული, ქართული, უზბეკური, მაროკოული, ტაილანდური, მალაიზიური, ვიეტნამური, ბენგალური, ინდონეზიური და ივრითი. საიტის კატალოგის განახლება ხდება ყოველდღიურად და თარგმანი კეთდება ინგლისურიდან 36 ენაზე, საიტის მომხმარებლების მიერ, რომლებიც ღებულობენ საკომისიოს. ამავე დროს, მკითხველმა შეიძლება გამოიყენოს ავტომატური თარგმნის მომსახურეობა, რომლის ხარისხი შეზღუდულია (”გადაუდებელი ფორმატი”). Shvoong-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ავტომატურად გადათარგმნონ შემდეგ ენებზე: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩინური (ორი დიალექტი), იაპონური, ჰოლანდიური, ბერძნული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, რუსული და კორეული.
ძირითადი ენა
ყველა მომხმარებელს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, შეეძლებათ ავტომატურად წაიკითხოს საიტი თავის მშობლიურ ენაზე, მას შემდეგ რაც ცენტრალური კომპიუტერი ამოიცნობს მომხმარებლისათვის სასურველ ენას. მომხმარებელი საძიებო ველში შეიყვანს სათაურს (სტატიას ან ავტორს) და მიიღებს რეფერატს მის მშობლიურ ენაზე. თუ მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ენაზე, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ამის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა არჩევანი, დაუყოვნებლივ გადათარგმნოს მასალა, ავტომატური თარგმნის მომსახურეობის გამოყენებით იმ ენებზე, რომლებიც ჩამოთვლილია ავტომატურად სათარგმნი ენების სიაში. თუ მომხმარებელი განათლებული და მოტივირებულია, მან ასევე შეიძლება თარგმნოს ტექსტი თავის მშობლიურ ენაზე (როგორც საკუთარი მოგებისათვის, ასევე სხვა მკითხველისათვის) და მიიღოს საკომისიო თარგმანისათვის, გადათარგმნილი მასალის შემცველი გვერდის მთლიანი შემოსავლის 5%-ის ოდენობით, საიტის წესების შესაბამისად. თუ მკითხველი არჩევს არც ავტომატური თარგმანით ისარგებლოს და არც გადათარგმნოს მასალა, მას მოუწევს დაელოდოს ქსელში თარჯიმანს, რომელიც გადათარგმნის მისთვის საინტერესო რეფერატს. იმისათვის, რომ დააჩქაროს თარგმნის პროცესი, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა ჯერ გადაუთარგმნელ მასალას გაეცნოს, შეუძლია საიტზე მიამატოს სპეციალური თხოვნა, როგორიცაა ”გთხოვთ, ეს გადამითარგმნოთ”.
სერვერები
Shvoong სარგებლობს ძლიერი ქსელური სერვერების ჰოსტინგით, რომელიც მას საშუალებას აძლევს ერთდროულად მოემსახუროს ათასობით მომხმარებელს. თვით რეფერატების შენახვა ხდება მონაცემთა ბაზებისათვის განკუთვნილ სერვერებში, რომლებიც აღჭურვილია სწრაფი ძიების საშუალებებით, საიტის მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის განსათავსებლად. გარდა ამისა, სისტემა ემყარება სპეციალურად გამოყოფილ სერვერს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატურ თარგმანებს, პროგრამული უზრუნველყოფის Systran გამოყენებით, რომელიც ონლაინ თარგმანების მსოფლიო ლიდერია. თვითონ საიტი შედგენილია Dot.Net ტექნოლოგიის გამოყენებით და დამყარებულია MS SQL Server 2000-ს მონაცემთა ბაზებზე.
მოკლე ინფორმაცია რეკლამების განმთავსებლებისათვის
Shvoong-ის ვებსაიტი განკუთვნილია მსოფლიოს განსწავლული საზოგადოებისათვის და, ასევე, რეკლამების განსათავსებლად, რომლებიც მხოლოდ ტექსტური (და არა გრაფიკული) ფორმატით არიან წარმოდგენილნი და შეესაბამებიან გვერდის თემატიკას, რომელზეც ხდება მათი გამოჩენა. ამგვარად, დამყარებულია შესაბამისობა რეკლამის განმთავსებელსა და მის ბუნებრივად გამიზნულ აუდიტორიას შორის. იმისათვის, რომ რეკლამა გამოჩნდეს Shvoong-ის საიტზე, რეკლამის განმთავსებელი უნდა დარეგისტრირდეს ინტერნეტის სარეკლამო პროგრამებში, როგორიცაა Google ან Overture, შესაბამისი საგადასახადო პირობებით.
დაგვიკავშირდით
თუ რაიმე პრობლემა გაგიჩნდათ ვებსაიტზე ნავიგაციის დროს, გთხოვთ გვაცნობოთ ”დაგვიკავშირდით” ბმულის გამოყენებით.
დამფუძნებლები
ავი შაკედი (Avi Shaked), დაბადებული ნეთანიაში, ისრაელში. დაოჯახებულია და ჰყავს 3 შვილი. მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტში (Ben Gurion University of the Negev, Beersheba). შაკედმა საქმოსნის კარიერა დაიწყო 80-იანი წლების დასაწყისში, როგორც MCI, Inc-ის წარმომადგენელმა. 1995 წელს დააარსა www.888.com და მისი ძირითადი მეწილეა. ეს არის კომპანია, რომელიც ამჟამად აღნიშნავს ონლაინ თამაშების სფეროში წარმატებული საქმიანობის ათ წლისთავს. 2003 წელს, შაკედი იყო ჟენევის შეთანხმების ინიციატორებს შორის, რომელმაც ხელი შეუწყო ისრაელელებსა და პასლესტინელებს შორის მუდმივი შეთანხმების კონცეფციის განხორციელებას.
ავნერ ავრაჰამი (Avner Avrahami). დაბადებული ნეტანიაში, ისრაელში. დაოჯახებულია და ჰყავს 2 შვილი. დამთავრებული აქვს ხელოვნებისა და დიზაინის ბეზალელის აკადემია იერუსალიმში (Bezalel Academy of Art and Design – Jerusalem). ავრაჰამი მუშაობდა Kol Israel - ისრაელის რადიომაუწყებლობის სამმართველოში, ყოველკვირეულ ჟურნალში Koteret Rashit (Headline) და ყოველდღიურ გაზეთებში Maariv და Haaretz, სხვადასხვა თანამდებობებზე. სხვა დანარჩენ საქმიანობასთან ერთად, ავრაჰამი ორი გაზეთის შაბათ-კვირის ჟურნალების გამომცემელიც იყო და დაკავებული იყო მწერლობით, რედაქციით, დიზაინით და ილუსტრაციებით. დღეს ავრაჰამი წერს სტატიებს რუბრიკით ”ოჯახური საქმეები” (Family Affair) (მის ცოლთან, ფოტოგრაფ რელი ავრაჰამთან ერთად), რომელიც იბეჭდება ჯურნალში Haaretz Friday.
ეიალ რავილინი (Eyal Rivlin). დაბადებული კიბბუტზ ტზოტაში, ისრაელში (Kibbutz Tzora, Israel). დამთავრებული აქვს ნეთანიის აკადემური კოლეჯის იურიდიული კათედრა (Academic College of Netanya). რავილინი მუშაობდა რამოდენიმე საზღვარგარეთული ინტერნეტ კომპანიაში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე.