შესავალი
ისრაელის კანონების შესაბამისად მოქმედი კერძო კომპანია, Shvoong Holdings Limited (შემდგომში “Shvoong", ან “ჩვენ”), რომელიც ფლობს და ამუშავებს shvoong.com ინტერნეტის საიტს, განთავსებულს მისამართზე www.shvoong.com (შემდგომში “საიტი”), მოხარულია, რომ გთავაზობთ შესაძლებლობას გაეცნოთ, გამოიყენოთ, წვლილი შეიტანოთ და მოგება ნახოთ საიტიდან. თქვენს მიერ საიტის გამოყენების დროს დაცული უნდა იყოს ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები და ვინაიდან იყენებთ საიტს, ადასტურებთ, რომ თქვენთვის, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მისაღებია მისი გამოყენების პირობები, რომელშიც პერიოდულად შეიძლება შეტანილი იქნას შესწორებები.
1. წესები და პირობები
როგორც აღნიშნულია ზემოთ, გამოყენების პირობები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული საიტი თქვენს მიერ და უპირობოდ უნდა დაეთანხმოთ მოცემული პირობებისა და წესების შესრულებას. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, პერიოდულად შევცვალოთ აქ მოყვანილი პირობები, ხოლო თქვენ, საიტის ყოველი ვიზიტისას, მოგიწევთ გადახედოთ გამოყენების პირიბებს, რათა დარწმუნდეთ, რომ კვლავ ეთანხმებით მის შინაარსს. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის გამოყენებას, ეს ნიშნავთ, რომ ადასტურებთ თქვენს თანხმობას მის წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
2. საიტის აღწერა
საიტის მიზანია მომხმარებლები უზრუნველყოს რეფერატებით (I) ლიტერატურული ნაწარმოებების, (II) საინტერესო სტატიების, (III) სამეცნიერო ნაშრომების, (IV) ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ინტერესის სხვა სფეროებთან დაკავშირებით. საიტზე განთავსებული ყველა რეფერატი და სხვა ნებისმიერი მასალა, რომლებიც მოწოდებულია საიტის მომხმარებლების და ზოგიერთი სხვა მესამე პირის მიერ, შემდგომში აქ ნახსენებია, როგორც “მასალა”. თქვენ უნდა გესმოდეთ და იცოდეთ იმის შესახებ, რომ ამ საიტის გვერდები შეიძლება შეიცავდნენ რეკლამებს, რომელთა განთვსება აუცილებელია, რათა საიტმა შეძლოს მუშაობის გაგრძელება. საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ შეაფასონ მასალის ხარისხი, ხოლო ცალკეული მასალის შეფასების საშუალო მაჩვენებელი (შემდგომში ”შეფასება”) გავლენას იქონიებს ამ მასალის მომწოდებლის საკომისიო შემოსავალზე, როგორც ეს განმარტებული და ახსნილია ქვემოთ.
3. რეგისტრაცია
იმისათვის, რომ გაეცნოთ მასალას, არ არის აუცილებელი საიტზე დარეგისტრირება, მაგრამ მაინც უნდა დაიცვათ გამოყენების მოცემული პირობები. იმისათვის, რომ განათავსოთ მასალა და მისი საშუალებით მოგეცეთ მოგების გამომუშავების შესაძლებლობა, უნდა გაიაროთ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა, რისთვისაც მოგეთხოვებათ რეალურად არსებული ელ. ფოსტის მისამართის მითითება. საიტზე დარეგისტრირების დროს, გთხოვთ შეამოწმოთ, რომ გვაწვდით ელ. ფოსტის სწორ და მოქმედ მისამართს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენივე მიზეზით ვერ შევძლებთ გადმოგირიცხოთ თქვენი კუთვნილი საკომისიო. საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელი ხართ უზრუნველყოთ ჩვენთან დარეგისტრირებული თქვენი ელ. ფოსტის მისამართის განახლება.
4. მასალის განთავსება საიტზე
თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ საიტზე განსათავსებლად თქვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ნამუშევარი დააკმაყოფილებს ქვემოთ მოყვანილ პირობებს. თქვენ იტოვებთ საკუთრების ნებისმიერ უფლებას მასალასთან დაკავშირებით, მაგრამ მასალის საიტზე განთავსებით, Shvoong-ს აძლევთ უფლებას გამოაქვეყნოს იგი საიტზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო საიტის მომხმარებელს მიეცეს ამ მასალის გამოყენების უფლება, შესაბამისი წესების დაცვით. ამასთან, გაცნობიერებული უნდა გქონდეთ, რომ Shvoong არავითარ ვალდებულებას არ იღებს საიტზე თქვენს მიერ განთავსებულ რეფერატთან დაკავშირებით და Shvoong-ს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, ნაწილობრივ ან მთლიანად განათავსოს საიტზე ან წაშალოს თქვენს მიერ შემოთავაზებული მასალა. თქვენ ასევე უნდა იცოდეთ, რომ Shvoong-ს შეუძლია გააუქმოს თქვენს მიერ საიტზე გაგზავნილი ნებისმიერი მასალა, ნებისმიერ დროს, თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნით, ან შეტყობინების გარეშე. ამვე დროს, Shvoong არ არის პასუხისმგებელი თქვენს წინაშე, რაიმე მიზეზით მასალის ამგვარი გაუქმების შემთხვევაში.
5. მასალის წარდგენის წესები
თქვენი მასალების წარდგენა Shvoong-ის საიტზე განსათავსებლად, როგორც ეს განმარტებულია გამოყენების პირობებში, უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი წესების შესაბამისად:
ა. თქვენს მასალაში თავიდან უნდა აიცილოთ პირდაპირი ციტირება წყაროდან.
ბ. თქვენს მასალაში არ უნდა გამოიყენოთ ნამუშევრის ორიგინალის სახეცვლილებით მიღებული ტექსი - ეს ნიშნავს, რომ თქვენ, უბრალოდ, არ უნდა გადმოსცეთ სხვა სიტყვებით იგივე აზრი, ან შეცვალოთ სიტყვები ორიგინალში.
გ. უნდა შეეცადოთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ სიტყვების რაოდენობა თქვენს მასალაში - თუ შეგიძლიათ დაწეროთ რეფერატი 500 სიტყვით, ამისათვის არ გამოიყენოთ 1000 სიტყვა.
დ. სადაც ეს შესაძლებელია, გამოიყენეთ მასალის შედგენის საკუთარი სტილი და ნუ იქნებით დამოკიდებული ორიგინალის სტრუქტურაზე.
ე. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი კომენტარები ნამუშევრის ორიგინალის შესახებ, იქნება ეს მისი კრიტიკა თუ მიმოხილვა.
ვ. ორიგინალის პერსონაჟების აღწერის დროს გამოიყენეთ საკუთარი სიტყვები. არ გამოიყენოთ ავტორისეული სიტყვები წყაროდან, პერსონაჟების დასახასიათებლად.
ზ. როდესაც ახასიათებთ პერსონაჟებს ნაშრომის ორიგინალიდან, ნუ მიმართავთ პერსონაჟის პიროვნული თვისებების დეტალურად ჩამოთვლასა და მანერიზმს.
თ. როდესაც აღწერთ წყაროში მოცემულ სქემას, შეეცადეთ თქვენს მიერ მოყვანილი აღწერა რაც შეიძლება ზოგადი იყოს და თავიდან აიცილეთ ამ სქემის დეტალური გადმოცემა.
ი. ყოველთვის შეეცადეთ, რომ რეფერატში თავების მიხედვით არ აღწეროთ ნაწარმოების ორიგინალი.
კ. თქვენი ნაწერი არ უნდა შეიცავდეს რაიმე დამამცირებელს ან შეურაცმყოფელს, მასალაში განხილული ნაწარმოების ავტორთან, ან თვით ნაწარმოებთან დაკავშირებით.
6. საკომისიოები
Shvoong მიიღებს გადასახადებს (“შემოსავალი”) მათგან, ვინც განათავსებს რეკლამებს საიტზე, ან ვიც ეხმარება მესამე მხარეს საქონლისა და მომსახურეობის რეკლამირებაში საიტზე. Shvoong მოხარული იქნება გადაუხადოს საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს მისი შემოსავლის ნაწილი, აქ მოყვანილი პირობების შესაბამისად (“საკომისიო”). Shvoong მასალების თითოეულ განმთავსებელს გადაუხდის მთლიანი შემოსავლის 10%-ს (ათ პროცენტს), რომელსაც Shvoong მიიღებს იმ გვერდიდან, რომელზედაც წარმოდგენილია მასალა. Shvoong ამ 10%-ს (ათ პროცენტს) გამოითვლის კონკრეტული მასალის შემცველ გვერდზე შესული ინდივიდუალური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით (“დაანგარიშების სტანდარტები”). ყოველივე ამასთან ერთად, თუ სხვა ენაზე მთლიანად გადათარგმნით რომელიმე მასალას ორიგინალის ენიდან, ანუ იმ ენიდან რომელზეც იგი იქნა წარდგენილი საიტზე განსათავსებლად (“მასალის ორიგინალი”) და შემდეგ ეს თარგმანი დაიდება საიტზე, ჩვენ გადაგიხდით 5%-ს (ხუთ პროცენტს) Shvoong-ის იმ ფაქტიური მთლიანი შემოსავალიდან, რომელიც მან მიიღო ამ თარგმანის შემცველი გვერდიდან, რისთვისაც გათვლები იწარმოებს დაანგარიშების სტანდარტების შესაბამისად; ჩვენ მასალის ორიგინალის მომწოდებელს გადავუხდით 5%-ს (ხუთ პროცენტს) Shvoong-ის იმ ფაქტიური მთლიანი შემოსავალიდან, რომელიც მან მიიღო ამ თარგმანის შემცველი გვერდიდან, რისთვისაც გათვლები იწარმოებს დაანგარიშების სტანდარტების შესაბამისად. დროდადრო Shvoong მთავარ გვერდზე გამოაქვეყნებს საკომისიოების მიღების სპეციალურ შესაძლებლობებს და მოგიწიდებთ, მზად იყოთ ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად. Shvoong შეგატყობინებთ, თუ როდის იქნება მოსალოდნელი თქვენთვის საკომისიოს გადარიცხვა. Shvoong ყოველთვიურად გასცემს ყველა საკომისიოს, თვის პირველ რიცხვში, შემოსავლების შესაბამისად. საკომისიოები გაიცემა თქვენ სახელზე, აშშ დოლარებში, მხოლოდ PayPal-ის ანგარიშზე, რისთვისაც მოგეთხოვებათ ამ ანგარიშის გახსნა ელ. ფოსტის იმავე მისამართით, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე, ხოლო თანხის გადარიცხვა იწარმოებს PayPal-ის წესებისა და პირობების შესაბამისად (იხ.:www.paypal.com). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, რაიმე მიზეზით, არ შეგიძლიათ გახნათ და ამუშავოთ ანგარიში PayPal-ზე, Shvoong საკომისიოს გადაგიხდით ჩეკით, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს სახელზე, თქვენს მიერ მითითებულ სრულ საკინტაქტო მისამართზე. იმ შემთხვევაში, როცა თქვენი საკომისიო, რომელიმე თვეში, $10-ზე ნაკლებია (”მინიმალური თანხა”), Shvoong არ არის ვალდებული გადაგიხადოთ გასამრჯელო მანამ, სანამ თქვენთვის გადასარიცხი საკომისიოს რაოდენობა არ შეადგენს მინიმალურ თანხას ან მასზე მეტს. Shvoong-ს შეუძლია დააკავოს ყოვალგვარ გადარიცხვაზე დაწესებული გადასახადი, კანონის შესაბამისად, ან სხვა მსგავსი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაწესებული იყოს წერილობითი ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ორგანიზაციის მიერ. თქვენ თქვენს თავზე იღებთ ყველა პერსონალურ გადასახადს, რომელიც დაგექვითებათ ჩვენი საიტიდან საკომისიოს მიღების შემთხვევაში.
7. საიტის არამართებულად გამოყენება
თქვენ მკაცრად გეკრძალებათ ნებისმიერი მასალის გაგზავნა საიტზე, რომელიც ბოლომდე არ შეესტყვისება მასალის განთავსების წესებს. გარდა ამისა, თქვენ განსაკუთრებით გეკრძალებათ საიტის გამოყენება ისეთი თაღლითური და არაკეთილსინდისიერი ქმედებებით, როგორიცაა (I) მანიპულაციები შეფასებასთან ან (II) საკომისიოებთან დაკავშირებით, თქვენი ან სხვა პიროვნების გამოყენებით. Shvoong იტოვებს უფლებას, გადაამოწმოს თქვენს მიერ საიტზე ჩატარებული ყველა ქმედება და თქვენს მიერ გამომუშავებული საკომისიოები და, იმ შემთვევაში, თუ Shvoong საფუძვლიანად დარწმუნდება, რომ დაარღვიეთ დადგენილი წესები, Shvoong უფლებამიოსილია შეგიწყვიტოთ საკომისიოს მიღება და გაგიუქმოთ რეგისტრაცია Shvoong-ზე.
8. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
თქვენ შეგნებული უნდა გქონდეთ, რომ საიტის გამოსაყენებლად რეგისტრაციის გავლის დროს და ანაზღაურების მისაღებად შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს შესახებ ზოგიერთი პირადი ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის. ჩვენ ამ ინფორმაციას კონფიდენციალურად შევინახავთ, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც აქ მოყვანილი პირობების განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენ აცხადებთ თანხმობას იმაზე, რომ შიგადაშიგ შეიძლება ჩვენთვის საჭირო გახდეს ზოგიერთი ინფორმაციის გაცემა მესამე პირებზე და რომ თქვენ თანახმა ხართ ინფორმაციის ამგვარ გადაცემებზე.
9. კომპენსაცია
გამოყენებული სამართლებრივი ნორმის სრულ ფარგლებში, აცხადებთ თანხმობას, რომ, დაუყოვნებლივ და მოთხოვნისთანავე, ბოლომდე გადაგვიხდით კომპენსაციას, დაგვიცავთ და მხარს დაგვიჭერთ ჩვენ და ჩვენს ადმინისტრაციას, დირექტორებს, დაქირავებულ პირებს და აგენტებს, ნებისმიერი სარჩელის, დავალიანების, ზარალის, დანაკარგის, გადასახადებისა და ხარჯების, მათ შორის ადვოკატისათვის გადახდის საჭიროების შემთვევაში და იმოქმედებთ იმ შედეგების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოწვეულია თქვენს მიერ საიტის არამართებული გამოყენებით, ან აქ მოყვანილი წესებისა და პირობების შელახვით, ან ნამუშევრის წარდგენის წესების დარღვევით, ან რომელიმე მესამე მხარის უფლებების შელახვით თქვენი მხრიდან.
10. ბმულები
საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ინტერნეტის სხვა საიტებზე (“სხვა საიტები”). შეგნებული უნდა გქონდეთ, რომ Shvoong არ აკონტროლებს სხვა საიტებსა და მომსახურეობებს, პროდუქტსა თუ საქონელს, რომელიც შემოთავაზებულია მათში და, აქედან გამომდინარე, თქვენ თანხმდებით, რომ Shvoong არ არის პასუხისმგებელი სხვა საიტების საიმედოობასა და მუშაობის ხარისხზე; Shvoong არც რაიმე კომენტარს ან მითითებებს აკეთებს სხვა საიტების მიერ შემოთავაზებულ მომსახურეობებთან, პროდუქციასთან ან საქონელთან დაკავშირებით. ამასთან უნდა გესმოდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რომ Shvoong ვერ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ განცდილი ნებისმიერი ზარალის ან დანაკარგის შემთხვევაში, სხვა საიტებთან დაკავშირებით.
11. რეგისტრაციის შეწყვეტა
იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ თქვენს მიერ დარღვეული იქნა აქ მოცემული გამოყენების პირობების რომელიმე პუნქტი, უფლება გვაქვს დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ თქვენი რეგისტრაცია Shvoong-ზე და, აქედან გამომდინარე, აღარ გექნებათ უფლება გააგრძელოთ მოგებების მიღება Shvoong-დან.
12. საიტის მუშაობის გაგრძელება
Shvoong იტოვებს უფლებას, შიგადაშიგ შეაჩეროს და/ან შეცვალოს საიტი და შესაბამისი მომსახურეობები, თავისი საკუთარი შეხედულებისამებრ და თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთან, თქვენ არ გექნებათ რაიმე უფლება Shvoong-ის საწინააღმდეგოდ, ამგვარ ქმედებასან დაკავშირებით, თუკი მას ადგილი ექნება. გარდა ამისა, თუ Shvoong გადაწყვეტს, დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტოს საიტზე შემოთავაზებული მომსახურეობა და ამის შედეგად შეგიწყდებათ ანაზღაურების მიღება, თქვენი არანაირი უფლება არ გექნებათ Shvoong-ის საწინააღმდეგოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით.
13. არავითარი გარანტია
თქვენ თანახმა ხართ, რომ საიტს და მასზე განთავსებულ ნაშრომებს გამოიყენებთ საკუთარი პასუხისმგებლობით. საიტი და ყველა მასალა თქვენს წინაშე წარმოდგენილია ისე, ”როგორც არის”. არც Shvoong და არც რომელიმე მისი მეწილე, დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან დაქირავებული პირი არ იძლევა რაიმე გარანტიას ან პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ საიტი და მასზე განთავსებული მასალა მოგცემთ ნებისმიერი სახის უტყუარ ინფორმაციას და რომ ეს ინფორმაცია წაროდგენილი იქნება სრული და უტყუარი ფორმით.
14. შეზღუდული პასუხისმგებლობა
გამოყენებული სამართებლივი ნორმის სრულ ფარგლებში, არც Shvoong და არც მისი რომელიმე მეწილე, დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან დაქირავებული პირი არ არის პასუხისმგებელი თქვენს წინაშე, თქვენს მიერ საიტის ან ნაშრომის გამოყენების პერიოდში განცდილი ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის შემთხვევაში, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მაშინაც კი, თუ ჩვენ მიღებული გვექნება შეტყობინება ამგვარი დანაკარგის ან ზარალის მოსალოდნელობასთან დაკავშირებით.
15. შეთანხმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები
საიტის გამოყენების მოცემული პირობები და მასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხი შესაბამისობაშია ისრაელის სახელმწიფო იურისდიქციასთან და უნდა იქნას განხილული მის შესაბამისად. თქვენ უპირობოდ აცხადებთ თანხმობას იმაზე, რომ თელ-ავივ-იაფა-ს შესაბამის სასამართლოებს ენიჭებათ სამართლებლივი უფლებამოსილება, ნებისმიერი სარჩელის, დავის ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, ან ნებისმიერი პრობლემის ირგვლივ, რომლებიც წარმოიშობა მის საფუძველზე. ამასთან, არცერთ სხვა სასამართლოს არა აქვს რაიმე სამართლებრივი უფლებამოსილება ამგვარ დავებთან დაკავშირებით და თქვენ უპირობოდ ხართ მოკლერბული უფლებას, დაუპირისპირდეთ ამ სასამართლოებში სარჩელის წარგდენას, ან ამტკიცოთ, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არაკომპეტენტურ ფორუმზე, ან განაცხადოთ, რომ ამ სასამართლოებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი უფლებამოსილება.
16. საერთო დებულებები
(I) თუ სასამართლო ან რომელიმე სხვა ავტორიტეტული პირი ჩათვლის, რომ საიტის გამოყენების პირობების რომელიმე დებულება არ არის ქმედითი, ან მოკლებულია იძულების სამართლებრივ ძალას, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეს გავლენას არ იქონიებს გამოყენების მოცემულ პირობებში მოყვანილი სხვა დებულებების ან საკითხთან დაკავშირებული სხვა დებულებების იურიდიულ ძალაზე.
(II) ჩვენს მიერ უარის თქმა საიტის გამოყენების პირობების რომელიმე დებულების გამოყენებაზე არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც კომპრომისზე წასვლა გამოყენების პირობების რომელიმე დებულების დარღვევის შემთხვევაში, წარსულში ან მომავალში.
(III) თუ ამის შესახებ არ არის სპეციალურად მითითებული სხვაგვარად, საიტის გამოყენების პირობებში არაფერი არ არის ჩადებული საიმისოდ, რომ მესამე მხარეებმა რაიმე უფლება მოიპოვონ, ან სხვა სარგებელი ნახონ მისგან.
(IV) საიტის გამოყენების მოცემული პირობები ითარგმნა სხვადასხვა ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოყენების პირობების ნათარგმნი ვარიანტი განსხვავდება ინგლისური ტექსტისაგან, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას.
(V) გამოყენების პირობები, მასალის წარდგენის წესებთან და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, შეადგენს მთლიან ხელშეკრულებას თქვენსა და ჩვენს შორის, თქვენს მიერ საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით.